|
ველური ალუბალი აცეროლა
ველური ალუბალი აცეროლა არის მარადმწვანე ხე, იზრდება 6 მეტრი სიმაღლის. მის სამშობლოდ ითვლება კუნძული ბარბადოსი. ამიტომ
მას ბარბადოსის ალუბალსაც უწოდებენ. ის არის წვნიანი მომჟავო გემოს მოწითალო ხილი. მასში არის 3 მცირე ზომის მაგარი კურკა. აცეროლას
გარდა კულინარიისა იყენებენ მედიცინაშიც.
ალუბალ აცეროლას აქტიურად იყენებენ საკვებ პროდუქტად მისგან ამზადებენ: სიროფებს, ჯემებს, ჟელეებს და სხვა კონსერვებს. მისი ნაყოფი
მდიდარია C ვითამინით. აცეროლაში დაახლოებით 80 - 100 ჯერ მეტი C ვიტამინია ვიდრე ფორთიხალში. ამის გარდა
მის შემადგენლობაში შედის A ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე Fe (რკინა), Ca (კალციუმი) და ფოსფორი.
მისი ასეთი მდიდარი შემადგენლობა აცეროლას ნაყოფს სძენს სამკურნალო თვისებებს.
აცეროლას სამკურნალო თვისებები:
- მას იყენებენ საერთო დაღლილობის დროს რასაც ის ეფექტურად უმკლავდება და ორგანიზმს სძენს სიმხნევეს
-
ის ორგანიზმზე ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას რადგან ის ძლიერი ანტიოქსიდანტია.
ამაღლებს იმუნიტეტს ლეიკოციტებისა და ანტისხეულების გაძლიერების ხარჯზე
- მას ტონუსში მოჰყავს ადმიანის ორგანიზმი და ახდენს აღმდგენ მოქმედებას
- ასევე მას იყენებენ ვირუსული და ინფექციური დაავაფებების დროს მაგალითად როგორიც არის
A B C D ჰეპატიტი და ცეროზი
-
აცეროლას ნაყოფში აგრეთვე არის ამინომჟავა ჰისტიდინის ჭარბი რაოდენობა და სწორედ ამის გამო ის ორგანიზმში
აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას რაც განამტკიცებს ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილს
- გულსისძარღვთა დაავადებების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია აცეროლას გამოყენება
- ასევე მას იყენებენ გადატანილი ქრონიკული და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად
- ექიმების მიერ რეკომენდირებულია აცეროლას მიღება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში, პათოლოგიების
პროფილაქტიკის მიზნით
-
შესანიშნავად მოქმედებს თმების ცვენის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდას
|